თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია მართლმსაჯულების განვითარების ცენტრი (JDC) ჩამოაყალიბა.
ახვლედიანთან ერთად ორგანიზაციაში არიან მაკა თოდუა, ნათია ჯორბენაძე, გიორგი ოზბეთელაშვილი და ავთანდილ გუბელაძე.
"მართლმსაჯულების განვითარების ცენტრი (JDC) დაარსდა ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით. არასამთავრობო ორგანიზაციას სათავეში უდგას თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი. მასთან ერთად ცენტრის დამფუძნებლები არიან მაკა თოდუა, ნათია ჯორბენაძე, გიორგი ოზბეთელაშვილი და ავთანდილ გუბელაძე.
მართლმსაჯულების განვითარების ცენტრის (JDC) საქმიანობის მიზანი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა, მისი გაძლიერება და საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაა.
ცენტრი აქტიურად ადევნებს თვალს მართლმსაჯულების განმხორციელებელი ორგანოების მუშაობას. მათ შორის, ორგანიზაცია ორიეტირებულია სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და განვითარების თვალსაზრისით განხორციელებული ქმედებების შეფასებაზე.
ვინაიდან ცენტრის მთავარი მიზანია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, იგი ღიაა ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები ილახება ან არ არის სათანადოდ დაცული. მართლმსაჯულების განვითარების ცენტრი (JDC) მოქალაქეებს იურიდიული კონსულტაციის გაწევას სთავაზობს.
ცენტრი აქტიურად თანამაშრომლობს არასამათავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათთან ერთად ჩართულია მართლმსაჯულების გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ პროექტებში.
მართლმსაჯულების განვითარების ცენტრი (JDC), ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობს მედიასთან და მზად არის საზოგადოებისა და ჟურნალისტებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბროს, შეაფასოს ქვეყანაში განვითარებული პროცესები სამართლებრივად, გამოხატოს ობიექტური და მიუკერძოებელი აზრი მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ", _ აღნიშნულია ცენტრის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.