ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში წყალსადენის ლითონის მილში ჩამაგრებულმა ხის საცობმა წყლის წნევას ვერ გაუძლო და ამოვარდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე ტბა გაჩნდა.
აღნიშნული სახლის სადარბაზოში ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს და იქ არავის არ უკვირს მოულოდნელი შადრევანის გამოჩენა.
ვიდრე წყალმომარაგების კომპანიიდან მოვიდოდნენ, პრობლემა იმავე ბინაში მცხოვრებმა ქალბატონმა ნატომ დროებით მოაგვარა, წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები კი მოსახლეობას დაპირდნენ, რომ მილს ხვალ შეაკეთებენ.