"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის, ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს, რომ "სინამდვილეში, ეროსიმ არა და პროკურატურამ ამ ბრიფინგით ნამდვილად თავი მოიკლა".
"ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლაო, პროკურატურამ.
მიზეზი: რთული ეკონომიური მდგომარეობა: 312 ათასი დოლარი და 120 ათასი ლარი ვალი და დაიპოთეკებული ქონება.
ბევრს იცინებდა კაცი, უკიდურესად ტრაგიკული რომ არ იყოს ვითარება. სინამდვილეში, ეროსიმ არა და პროკურატურამ ამ ბრიფინგით ნამდვილად თავი მოიკლა.
p.s. თუ ჩემი მკვლელობაც ასე ახსნა პროკურატურამ, ღიად ვაცხადებ, რომ მე მეტი კრედიტი მაქვს და ყველაფერი ასევე დაიპოთეკებული, მაგრამ თავის მოკვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ", _ წერს გვარამია სოციალურ ქსელში.