ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელის ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ დადებულ შედეგს ოჯახი არ ეთანხმება.
როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა, ხვალ ჟურნალისტებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, თუ რაში არ ეთანხმება პროკურატურას.
_ბატონო ზურაბ, ეთანხმებით თუ არა საგამოძიებო უწყების მიერ დადებულ შედეგს?
_არ ვეთანხმებით და გვაქვს ჩვენი არგუმენტები, რომელსაც ხვალ ჟურნალისტებს წარვუდგენთ და გავაცნობთ. კიდევ კარგად შევისწავლით ბრიფინგზე გაჟღერებულ ინფორმაციას, რომელიც ჯერ ჩვენ არ გვინახავს. რა არგუმენტები იქნა გამოტანილი და ამის საპირისპირო არგუმენტებს ჩვენც მოვამზადებთ და ბევრ საინტერესო დეტალს.
_ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებოდით და მიგაჩნდათ რომ ეს მკვლელობა იყო. იგივე აზრზე რჩებით?
_აზრი არ შემიცვლია, ახლა ამ წუთას ლაპარაკია იმაზე, რომ გვაქვს პროკურატურის ოფიციალური დასკვნა, ამის გარშემო ხვალ ვაპირებთ პრესკონფერენციის ჩატარებას.
_რაც შეეხება ვალებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას…
_ამ დეტალებზე ხვალ ვისაუბრებ.
ამავე თემაზე:
მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიება დაასრულა