იაგუარი, რომელიც ბრაზილიაში ოლიმპიადა 2016-ზე ჩირაღდნის ცერემონიაში თილისმის სახით მონაწილეობდა, ბრაზილიის არმიამ მოკლა. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTON TIMES ავრცელებს.
როგორც ცნობილია, იაგუარი, სახელად ჯუმა, ორშაბათს, ზოოპარკში სამხედროებისთვის გამართულ ღონისძიებაზე, ოლიმპიურ ჩირაღდანთან ახლოს, კისერზე ჯაჭვით იყო დაბმული, თუმცა გაპარვა მოახერხა, რის შემდეგაც ერთ-ერთ სამხედროს თავს დაესხა.
ადგილობრივი ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, დაბმული ცხოველის ცერემონიაში მონაწილეობა შეცდომა იყო.
"შეცდომა დავუშვით, როდესაც ოლიმპიური ჩირაღდანთან ერთად, რომელიც მშვიდობისა და ერთობის სიმბოლოა, მიჯაჭვული ველური ცხოველი გამოვიყვანეთ, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს რწმენასა და ღირებულებებს,"_განაცხადეს ოლიმპიურ კომიტეტში.