მარსელში პოლონეთის ნაკრების გულშემატკივრებს შორის პოლონეთი-უკრაინის საფეხბურთო მატჩის დროს დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა გულშემატკივრების გასაშველებლად ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს, ხოლო რამდენიმე მათგანი დააპატიმრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით პოლონეთის ნაკრების მხარდამჭერი ვიწრო ქუჩებში შეიკრიბა და მატჩის მიმდინარეობის დროს სვავდნენ და ასაფეთქებლებს აფეთქებდნენ, რაც მოულოდნელად შეტაკებაში გადაიზარდა.
როგორც ცნობილია, გულშემატკივრებს შორის ძალადობა ევრო 2016-ის დაწყებიდან ხშირია, რის გამოც უეფა ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს ჩემპიონატიდან გაძევებით ემუქრება, ხოლო უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია 65,000 ევროთი დააჯარიმა.
გაცნობებთ, რომ პოლონეთი-უკრაინა 1:0 დასრულდა.
ამავე თემაზე:
რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები საფრანგეთიდან გააძევეს
იტალიის ნაკრები საქართველოში შეკერილი ფორმით თამაშობს
უეფამ რუსეთის ნაკრებს ჯარიმა დააკისრა
გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში 150 პირს ედება ბრალი
რა იკრძალება საფრანგეთში ევრო 2016-ის დასრულებამდე
ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებსა და მარსელის მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოხდა