საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ყოფილი მფლობელის ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურის დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ვაიმე კვირიკაშვილზე ვნერვიულობ მაგრად. 200 000 აქვს კრედიტი და თავს რამე არ აუტეხოს", _წერს ნადირაშვილი.
მანამდე კი, "ნაციონალური მოძრაობის წევრმა "ფეისბუკზე დაწერა:
"ეროსი მოკლეს იმისთვის, რომ "რუსთავი2" ბიძინა ივანიშვილმა წაიღოს. კარგი გრაფიკოსი და პროკურატურის უნამუსობა ამ მოცემულობას ვერ შეცვლის", _ აღნიშნავს ნადირაშვილი.