დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ამ წუთებში გახდა ცნობილი – დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა ოფიციალურად გაიმარჯვეს.
ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას ამომრჩევლის 51,9%-მა დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
გასვლის ყველაზე მეტი მხარდამჭერი დაფიქსირდა ინგლისსა და უელსში, ევროკავშირში დარჩენას კი – ლონდონში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.
რეფერენდუმის შედეგებთან დაკავიშრებით პირველი განცხადებები გაკეთდა, "გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის" ლიდერმა ნაიგელ ფარაჯმა დღევანდელ დღეს დიდი ბრიტანეთის "დამოუკიდებლობის დღე" უწოდა და პრემიერ-მინისტრს დევიდ ქემერონს დაუყონებლივ გადადგომისკენ მოუწოდა.
პოლიტიკოსებმა კი, რომლებიც დარჩენის მომხრენი იყვნენ, რეფერენდუმის შედეგები „კატასტროფად“ შეაფასეს.