BBC-ის ობიექტივში ქართველი მომღერალი, შოთა ადამაშვილი მოხვდა.
"შეიძლება ძალიან ცოტა მომღერლები არსებობდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც ისე მარტოსულად გრძობენ თავს, როგორც შოთა ადამაშვილი, მომღერალი საქართველოდან, ქვეყნიდან, რომელიც ევრაზიის გასაყარზე მდებარეობს,"_წერს მაუწყებლობა.
როგორც BBC აღნიშნავს, მომღერალმა ინგლისური ენა მუსიკის მოსმენით ისწავლა, თუმცა იმიჯის გამო ბევრს ამერიკელად მიაჩნია.
"მის კოვბოის ქუდს, ფეხსაცმელს და საკმაოდ დამაჯერებელ სამხრეთულ აქცენტს ბევრი, მათ შორის ამერიკელებიც შეცდომაში შეჰყავს და შოთა ამერიკელი ჰგონიათ, მიუხედავად იმისა, რომ ის ამერიკაში არ არის ნამყოფი და ინგლისური ქანთრი მუსიკის მოსმენით ისწავლა,"_წერს BBC.