ყოველ წელს ჰაერის დაბინძურების შედეგად მსოფლიოში 6 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.
ცნობილია რომ, დაბინძურებული ჰაერი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისს იწვევს და სხვადახვა დაავადებების განვითარების სათავეა, როგორიცაა, ფილტვის კიბოს, გულის დაავადებებს და პარალიზი.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტომ ანგარიში წარმოადგინა, თუ რამდენად მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის დაბინძურებული ჰაერი და რა გზებით შეგვიძლია ვებრძოლოთ მას.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნებში, სადაც ჰაერი გოგირდის დიოქსიდით (SO2), აზოტის ოქსიდებით (NOx) ყველაზე მეტად არის დაბინძურებული წელიწადში 100 000 ადამიანი იღუპება.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ იმ ქვეყნების სიაში, სადაც ჰაერის დაბინძურების შედეგად წელიწადში 100 000 ადამიანი იღუპება, საქართველო პირველ ადგილზე დგას.
მათი ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურება ყველაზე მაღალი საქართველოში და ბულგარეთშია, თუმცა ამ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთში და ინდოეთში იღუპება.
ჰაერის ხარისხის ექსპერტის, ტიმ კოვაჩის ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამომწვევ ძირითად მიზეზად დიზელზე მომუშავე ძველი მანქანებია, რომელთა შემოწმებაც არ ხდება.
„საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა არ არის განვითარებული, რის შედეგადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მანქანებს სასურველ რეჟიმში იყენებს, შედეგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების უცხოეთში შეძენილი მეორადი ავტომობილების ჩამოყვანის შემთხვევები გაიზარდა, ხოლო 5 წელში გაორმაგდა,“_ ამბობს ექსპერტი.
კოვაჩი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩამოყვანილი ავტომობილების შემოწმება არ ხდება, გარდა ამისა, ავტომობილების გამონაბოლქვის პერიოდული ტესტირებაც შეჩერებულია.
ექსპერტის ინფორმაციით, ქალაქში სატრანსპორტო სისტემა მოუწესრიგებელია, რის გამოც საცობები ხშირია.
კოვაჩი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურებას საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩენილი ქარხნებიც იწვევს.
როგორც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აღნიშნავს, განვითარებული და მდიდარი ქვეყნები ჰაერის დასასუფთავებელ ტექნოლოგიებში დიდ ინვესტირებას აკეთებენ.
სააგენტოს თქმით, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაუმჯობესებულ გამათმობელებს იყენებს, თუმცა გაზის გამათბობლები უფრო მეტად აბინძურებენ ჰაერს, ვიდრე ძველებური შეშის ღუმელები.
როგორც ცნობილია, უნივერსალურად სუფთა ღუმელები, რომლებიც ჰაერს ნაკლებად დააბინძურებენ, მსოფლიო ქვეყნებს 2040 წლისთვის 55 მილიარდი დოლარი დაუჯდება, თუმცა აღნიშნული ღუმელები 3 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შეძლებს.
სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ მსოფლიომ ორივე უნდა გააკეთოს, განავითაროს ტექნოლოგიები და ასევე ჰაერის დაბინძურებას ებრძოლოს, თუმცა შიდა დაბინძურებასთან ბრძოლა უზარმაზარ გადასახადებთან არის დაკავშირებული.





























































