საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაჰში ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოსთან აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა დანაღმული ავტომობილი საკონსულოს მოპირდაპირე მხარეს, საავადმყოფოსთან გააჩერა, ხოლო როდესაც ავტომობილს უსაფრთხოების ძალების 2 თანამშრომელი მიუახლოვდა, ააფეთქა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად უსაფრთხოების ძალების ორივე თანამშრომელი დაიჭრა, ხოლო თავდამსხმელი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, საუდის არაბეთში 2014 წლიდან აფეთქებებს "ისლამური სახელმწიფო" ახორციელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.