"ესაა ის ერთადერთი შემთხვევა, როცა ჟურნალისტზე წინ ჩემი ემოცია მოდის და მძალავს", _ ასე გამოეხმაურა
ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების გამამტყუნებელ ვერდიქტს.
"არასოდეს არც ერთი პოსტი არ დამიწერია და არც ერთი გადაცემა არ გამიკეთებია ამ მაგდა პაპიძეზე..არა იმიტომ რომ არ მაინტერესებს,უბრალოდ ემოციურად ვერ ვუძლებ. ესაა ის ერთადერთი შემთხვევა, როცა ჟურნალისტზე წინ ჩემი ემოცია მოდის და მძალავს…აი, ეხლაც ახალი ვიდეოები ვნახე და ცუდად გავხდი. ვერ მივყვები ამ ტრაგიკულ ისტორიას ვერც ჟურნალისტის და ვერც ადამიანური პოზიციიდან…", _ წერს გრიგოლია საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.