ბაღდადში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია ავტომობილის აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 32 ადამიანი დაშავდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის, არ არის ცნობილი თუ რომელი ტერორისტული დაჯგუფების მიერ არის აფეთქება ორგანიზებული, თუმცა 2014 წლიდან თავდასხმებს "ისლამური სახელმწიფო" ახორციელებს.
როგორც ცნობილია, ბაღდადში, 3 ივლისს მომხდარი ტერაქტის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.