რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. როგორც "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.