"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი, რიკარდ იაზვაკი, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ შესაძლებელია ევროპარლამენტსა და საბჭოს შორის გარიგება საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით 19 ოქტომბერს მოხდეს.
"ევროპარლამენტის მომხსნებელი მიუთითებს, რომ საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ საბჭოსთან გარიგება 19 ოქტომბერს შეიძლება მოხდეს,"_წერს იაზვაკი.