პაატა ბურჭულაძე პარტიაში „სახელმწიფო ხალხისთვის” რჩება. ამის შესახებ პაატა ბურულაძემ ჟურნალისტებს თათბირის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, პარტია უახლოეს დღეებში ყრილობას ჩაატარებს.
”მოხდა დიდი რამ _ ჩამოყალიბდა ახალგაზრდა, პროფესიონალებით დაკომპლექტებული მომავლის პარტია, რომელიც მომავალ არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.
მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ შევძელი და ახალი, ჯანსაღი ძალა შემოვიყვანე ქართულ პოლიტიკაში, რომელიც არის საქართველოს მომავალი. მე ვრჩები ამ პარტიაში, რეორგანიზაცია მოხდება და ჩვენ ყრილობა გვექნება სულ ცოტა ხანში. ახლა თათბირი მიმდინარეობს, კოალიცია ჯერჯერობით არის და ალბათ იქნება იმიტომ, რომ ეს ყველას აწყობს. დღეს საქართველო არის ღრმა კრიზისში, საიდანაც ჩვენი მოძრაობა გამოიყვანს”, _ განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.