თათბირი 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თათბირიდან გამოსული “სახალხო კრების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკითხი დადებითად გადაწყდა, რადგან ლუკა კურტანიძეს არ ჰქონდა სრული ინფორმაცია რა თქვა “მოძრაობა თეთერების” ლიდერმა პრეს-კონფერენციაზე. კურტანიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნო და ამის საფუძველზე გააკეთა განცხადება.
“გურია ნიუსმა” ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი “მოძრაობა თეთრების” ერთ-ერთი დამფუძნებელს და წევრს ზურაბ ხასიას თხოვა.
_ ბატონო ზურაბ, რა შედეგით დასრულდა ”სახალხო კრების” საბჭოს თათბირი?
_ სხდომა დასრულდა შედეგით _ “ყველანი ერთად სრული ფრონტით!”
_ ლუკა კურტანიძეს ჰქონდა (კითხვის დასმა არ დამასრულებინა. ავტ.)
_ ჰქონდა, ეს არაფერი. საბჭოს სხდომაზე ჩვეულებრივად “გაიასნდა” ყველაფერი. ყველა მხარს უჭერს ერთობას.
_ კურტანიძის პოზიციას თუ იზიარებდნენ სახალხო კრებაში?
_ არა, არა!
_ ლუკა კურტანიძეს თათბირზე ხომ არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რატომ იყო თემურ შაშიაშვილზე განაწყენებული?
_ კურტანიძე განაწყენებული იყო თემურ შაშიაშვილის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი კი მოჰყვა იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა ვინმე ფეხბურთელი ჩხეიძე. მან თქვა, რომ სპორტსმენების ადგილი სპორტშია, იურისტების _ პარლამენტში. მაშინ ჰკითხეს, _ ბიძინა ივანიშვილმა რომ მიიწვია კურტანიძე და ჯაჭვლიანი, სპორტსმენები არ არიანო?! Bბატონმა თემურმა უპასუხა, არიან სპორტსმენები, მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ ეს პრეტენზია მას ნაკლებად ეკუთვნის, რადგან უკვე ორი წელია, პოლიტიკაში არისო. ამ ყველაფერს გაზეთებმა და ჟურნალისტებმა სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცეს. ამაზე გაბრაზდა ლუკა კურტანიძე და გააკეთა ის განცხადება,
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, ლუკა კურტანიძის განცხადება ჩამოყალიბებული პოლიტიკოსის პოზიციაა?
_ იცით რა, ლუკასთან დაკავშირებით დადებითის თქმის გარდა არაფერი შემიძლია. გულანთებული პატიოსანი ქართველია. როგორც ლუკამ ისაუბრა, მას არასწორად მიუტანეს ამბავი, ის რაც პრეს კონფერენციაზე ითქვა. ჩვენ ჩანაწერი ორიგინალში გადავუგზავნეთ.
_ თავად თემურ შაშიაშვილს რა პოზიცია ჰქონდა?
_ გუშინ განაცხადა ბატონმა თემურმა, მე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ასეთი რამ არ მითქვამსო. სხვათაშორის, საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე იყო შაშიაშვილის პოზიციაზე.
_ თქვენ ბრძანეთ, რომ ლუკა კურტანიძეს არ ჰქონდა ნანახი და არც გადამოწმებული, რა თქვა თემურ შაშიაშვილმა?
_ ახლა იცით რა არის?! როცა გადამოწმებაზე წავიდა საქმე, Mმოისმინა ყველაფერი. აქედან გამომდინარე, დღეს დამთავრდა ყველაფერი და გარიცხვაზე არ ყოფილა საუბარი.
_ ე.ი. კურტანიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნო და ისე გაავრცელა განცხადება?
_ ყოველ შემთხვევაში, დღეს გაირკვა ყველაფერი.