მისი თქმით, ბოლოს მოვუღებენ უწესრიგობას ქვეყანაში, რადგან ამის გარეშე ქართული ოცნება არ ასრულდება!
“თავისუფლებას კი მხოლოდ სამართლიანი კანონებისა და წესრიგის მყარ ნიადაგზე შეუძლია არსებობა, უწესრიგობასა და ქაოსში თავისუფლებას, უბრალოდ, არ დაედგომება! მე თქვენ გპირდებით, რომ ქართული ოცნება მოიპოვებს და დაამკვიდრებს სამართლიანობას, წესრიგს! თავისუფლებას!
ჩვენ ისეთ ქვეყანაზე ვოცნებობთ, სადაც საკუთარი წარსულის მიჩქმალვას კი არ ცდილობენ, არამედ პატივს მიაგებენ წინაპართა ღვაწლს. ჩვენ ისეთ ქვეყანაზე ვოცნებობთ, სადაც ადამიანის ღირსებას პატივს სცემენ, სადაც ნიჭი და შრომა დაფასებული იქნება!” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.