“დარწმუნებული ვარ, დღეს აქ, ჩვენს შორის, წეროვანის ახალი მოსახლეებიც დგანან. ახალი იმიტომ, რომ ბედის უკუღმართობით საკუთარი სოფლებიდან აიყარნენ და თავისსავე სამშობლოში დევნილებად იქცნენ. მთელ საქართველოში ყველაზე მებრძოლმა და შეუპოვარმა ხალხმა წარმოუდგენელ განსაცდელს, წარმოუდგენელ ტკივილს, წარმოუდგენელ გაჭირვებას გაუძლო, უახლოესი ადამიანები ომში დაკარგა. მათ წინაშე მინდა ქედი მოვიხარო!
მინდა მივმართო ამ ადამიანებს: საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე, ჩვენ ყველა პირობას შეგიქმნით, რათა სასწრაფოდ გაიმართოთ წელში! თქვენ ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა უნდა გქონდეთ! თქვენ აღარ იქნებით ხელისუფლების მოწყალებაზე დამოკიდებული, თქვენ, ღირსეული კუთხის ღირსეული შვილები, ღირსეულ ცხოვრებას, შეძლებთ! მე ამის სიტყვას გაძლევთ!
დაპირებებს ადვილად არ ვიძლევი, იმიტომ რომ სიტყვის ფასი ვიცი. ასე მიცხოვრია და ასე მიცნობენ!” _ განაცხადა ივანიშვილმა.