_ მოსულია ის ბედნიერი დღე, როცა ჩვენც ადამიანები ვიქნებით. საქართველო და ჩოხატაური საკონცენტრაციო ბანაკებად გადააქცია ხელისუფლებამ. ბევრი რამ მქონდა სათქმელი ამ ხელისუფლებისგან უარყოფილ პედაგოგს; აქამდე მხოლოდ პრესით ვამბობდი სათქმელს, მაგრამ ახლა დადგა დრო, როცა საფიქრებელი და საეჭვო არაფერია _ ნანახი კადრების შემდეგ ყველაფერი დასრულებულია…
ის, რასაც ჩოხატაურში ნაციონალები აკეთებენ, არ მგონია, სხვაგან ხდებოდეს. მივმართავ ჩემს ყოფილ მოსწავლეებს, რწმუნებულებს, რომლებიც აკითხავენ დაძინებულ გლეხკაცს, ხმა მოგვეცითო. დაანებეთ ამას თავი, მე _ თქვენი მასწავლებელი გეუბნებით, _ თქვა ბერიშვილმა.