გურია ნიუსმა გადაამოწმა და აღმოაჩინა რომ ქუთაისის N16 საპყრობილე ბუნებაში არ არსებობს და არც არასოდეს უარსებია.
ჩვენ ინფორმაცია სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში გადავამოწმეთ.გაირკვა, რომ პროკურატურას შეცდომა გაეპარა რადგან N16 საპყრობილე რეალურად ქუთაისის N 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაა.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახური შეცდომას არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ მათ „ძველი პირველი“ საპყრობილე იგულისხმეს.პრესსამსახურის განმარტებით ამჟამად „ძველ პირველ“ საპყრობილეს სახელი გადაერქვა და N 16 ეწოდა.
„აი, ძველი პირველი საპყრობილე რომ იყო, ეხლა არის 16. უფრო ზუსტად კი სასჯელაღსრულებაში გადარეკეთ, იქ გეტყვიან რომელია N 16.
-გადავრეკეთ და გვითხრეს რომ არ არსებობს მსგავსი დაწესებულება.
-აა, კარგით თუ გადარეკეთ უკვე. -ამ სიტყვების შემდეგ პროკურატურის პრესსამსახურმა ტელეფონი გაგვითიშა.
გურია ნიუსმა გაარკვია, რომ „ძველი პირველი“დაწესებულება ქუთაისში არასოდეს არსებულა, რადგან ის ადრე რუსთავის ამჟამინდელ მე-6 დაწესებულებას ერქვა.