მისივე ინფორმაციით, ის სამართალდამცველებს ჰყავთ აყვანილი. დაკავების მიზეზი ლობჟანიძისთვის უცნობია. ამბობს, რომ მიმართვა, რომელიც დღის მეორე ნახევარში გავრცელდა და “youtub” – ზე აიტვირთა, ძალდატანების შედეგია. იგივეს ამბობს სურმავას ცოლისძმა:
_ ბესო ამ დილით აიყვანეს სამართალდამცავებმა. ის მორიგეობიდან სახლში ბრუნდებოდა და გზიდან გაუჩინარდა. ამ დროისთვის, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მიმართვა, რომელიც გავრცელდა, ბესოს პოლიციაში ჩააწერინეს “სკაიპის” მეშვეობით და გეტყვით, რომ ბესოს არანაირი მაკომპრომიტირებელი მასალები და ჩანაწერები არ ჰქონია _ ეს ყველაფერი სამართალდამცავების ნამოქმედარია”
ლობჟანიძეები, ამ წუთებში, ადვოკატებთან ერთად ცდილობენ, დაადგინონ სურმავას ადგილსამყოფელი. დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” მალე მოგაწვდით.