_ მიმართვა, რომელიც დღეს ინტერნეტით გავრცელდა, ბესოს ხონში ჩააწერინეს. როგორც ვიცით, დილით, ხონში დააკავეს და პოლიციაში წაიყვანეს, _ ამბობს ლობჟანიძე და განმარტავს, რომ მისი მეუღლე ხონიდანაა.
მისივე თქმით, მეუღლე ბოლოს ორი დღის წინ ნახა:
_ ბოლოს, ორი დღის წინ ვნახე. სამსახურში იყო. წუხელ ვესაუბრე ტელეფონით, მას შემდეგ მასზე არაფერი ვიცი. დილიდან გამორთული აქვს ტელეფონი, _ აღნიშნავს ლობჟანიძე.
ივანიშვილის დაცვის წევრის მეუღლე ამბობს, რომ ამ დრომდე უცნობია სურმავას ადგილსამყოფელი:
_ გვითხრეს, რომ ხონიდან გადაიყვანეს. ვცდილობთ დეტალები დავადგინოთ, მაგრამ არავინ არაფერს გვეუბნება.