07:10 წუთზე უბანზე მისული “გურია ნიუსის” ჟურნალისტი და რამდენიმე დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვეს. საარჩევნო უბნის თავჯდომარემ განაცხადა, რომ უბანზე დამკვირვებლების შეშვება 08:00-ზე მოხდებოდა.
“ჟურნალისტის უბანზე არშეშვება დარღვევა და 500-ლარიანი ჯარიმაა. ეს არის მედიასაშუალების შეზღუდვა. შიდა პროცედურა შენ, როგორც ჟურნალისტს, არ გაიტერესებს, 07:00-დან საღამოს 20:00-მდე უბანზე ყოფნის უფლება გაქვს”, – ამბობს საია-ს იურისტი პარმენ ჯალაღონია.
საარჩევნო კოდექსის მუხლი 91 მიხედვით, დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის და მედიის წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვა იწვევს შესაბამისი პირის 500 ლარით დაჯარიმებას.
იმავე 07:45-ზე უბანზე მისულ ტელევიზიების წარმომადგენელები კომისიის თავმჯდომარემ უპრობლემოდ შეუშვა, თუმცა, მდინავს ჩანაწერთა წიგნში მათი ვინაობა არ დაუფიქსირებია. საია-ს განმარტებით ეს დარღვევაა და უბნის მდივნის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
ამ უბანზე 1326 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ცესკომ კი 1200 ბიულეტენი გადასცა. კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს არ შეუმოწმებიათ ბიულეტენების შეკვრის და ცესკოს მიერ გადაცემული სხვა საარჩევნო ატრიბუტების დაუზიანებლობა. უბანზე პირველი ამომრჩევლის შესვლამდე პროცედურები ქაოტურად მიმდინარეობდა, რის გამოც პირველი ამომრჩეველი 08:17-ზე შევიდა. თუმცა. მდივანმა 08:13 დააფიქსირა.
პირველმა ამომრჩეველმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ მხარი ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირა.
დამკვირვებლები დაგვიანებით შეუშვეს ბათუმის რამდენიმე უბანზე. ბათუმის მთავარი განყოფილების შენობაში განთავსებულ 105 სპეცუბანზე კი დაახლოებით 20 წუთის დაგვიანებით.