ფაქტია, გაბრიჩიძემ საკუთარი მეუღლის უბანზე აიღო პასუხისმგებლობა. უბანს, რომელიც პროკურორის ზედამხედველობის ქვეშაა, 76 ცალი ბიულეტენი აკლია. თუმცა, მაია გოცირიძე ამაში ვერაფერს ხედავს საგანგაშოს.
_ 826 ამომრჩეველია და ბიულეტენი არის 750, სავარაუდოდ 100%-იდან 100%-ი არასდროს მოდის. არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ 100%-ით ამომრჩეველი, აკლია ყოველთვის 8 %, _ განაცხადა მაია გოცირიძემ "გურია ნიუსთან".
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის საარჩევნო ოლქის თითქმის ყველა უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩეველზე ნაკლებია.
ჩვენ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით და ყველგან ერთნაირი სიტუაციაა.