(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსად მიშა დარჩია დაინიშნა _ ის ადრე გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად მუშაობდა.
გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსი პოლიციელი ლაშა ბაკურაძე იყო, რომელიც ე.წ. “ბახმაროს სკანდალს” შეეწირა. მის ადგილზე თბილისელი ნიკოლოზ იმერლიშვილი დანიშნეს, თუმცა, იგი მალე ოზურგეთის პოლიციის უფროსად გადაიყვანეს. წყაროს ინფორმაციით, გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში საკადრო ცვლილებები მალე დაიწყება და 20 წლის სტაჟის მქონე პოლიციელებს სახლში გაშვება ემუქრებათ. თუმცა, ამაზე ჯერჯერობით არც ბრძანება და არც განკარგულება არ არსებობს _ ეს, თურმე, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ნება-სურვილი ყოფილა. წყარო ამტკიცებს, რომ ყოფილ ძალოვან მაღალჩინოსანს ელგუჯა ჩავლეშვილს ჯერ გურიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსობა უნდოდა, მერე კი სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციისა და გაწვევის სამსახურში დასაქმება, მაგრამ უარი იმ მიზეზით უთხრეს, რომ “ბახმაროს სკანდალში” მისი სახელი და გვარიც ფიგურირებს.
Developed By My Software 2021 © All rights reserved