_ ბატონო დავით, თქვენ საკმაოდ ჩაკეტილი სამინისტრო ჩაიბარეთ, ჩაკეტილი როგორც მედიისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. ყველაზე თვალშისაცემი პრობლემა, რაც აქ მოსულს დაგხვდათ, რა იყო?
_ პრობლემა ბევრი იყო და სწორედ მათი გათვალისწინებით დავგეგმეთ პრიორიტეტები. უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამინისტროს მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის გამჭვირვალობა, ამიტომ ჩვენ, მედიისთვის კარი ფართოდ გავაღეთ. ასევე, ყოველი კვირის ხუთშაბათი დავნიშნეთ მოქალაქეთა მიღების დღე ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, რათა სამინისტრომ იმუშავოს გამჭვირვალობის პრინციპით და საზოგადოების საჭიროებებს უპასუხოს. ვერავინ დაასახელებს ჩვენი მმართველობის პერიოდში ერთ შემთხვევას მაინც, როდესაც უარი ვუთხარით ან კომენტარზე, ან სიუჟეტზე, ან მასალის მიწოდებაზე, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.