ეს გულისხმობს იმას რო მან როგორც ექიმმა, არაერთი ბავშვი გადაარჩინა, მას აქვს 25 წლიანი სტაჟი მედიცინის მუშაკად მუშაობის,მუშაობდა ჟვანიას კლინიკაში, მუშაობდა კატასტროფის ცენტრში, არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და თუ ის არის ჩემი და, მგონი ეს დანაშაული არ არის. სხვათაშორის, მას ხელფასი ორჯერ უფრო ნაკლებია აქვს, ვიდრე მას ჰქონდა როგორც ექიმს.” განაცხადა მანანა კობახიძემ.
მანანა კობახიძის თქმით, მის დას სამსახური გია ბარამიამ შესთავაზა და მისი განმარტებით, მინისტრის მოადგილის პოსტზე ადამიანებს კონკურსის წესით არ ნიშნავენ.
“რაც შეეხება კომპანია “ლუკოილს“, ეს კომპანია 10 წელია უკვე ტენდერებს იგებს მერაბიშვილის მთავრობაშც, ის ბენზინით უზრუნველყოფდა თავდაცვასაც, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. იცით როგორ იგებდა ამ ტენდერებს? ჰქონდათ ხარისხიანი ბენზინი და ნაკლები ფასი. ეს არის კომპანია,რომელმაც 10 თეთრით დაწია საწვავის ფასი.ის რომ ჩემი ოჯახის წევრი ამ კომპანიაში მუშაობს, არაფერ კავშირში არ არის ტენდერის მოგებასთან”- განაცხადა კობახიძემ ირმა ნადირაძის ბრალდებების საპასუხოდ.