ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, პროკურატურამ ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშრებით დაკითხვაზე დაიბარა, რასაც ის ზეწოლად მიიჩნევს.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ტარიელ ლონდარიძის წინასაარჩევნო კამპანიას ასპინძაში თავდაცვის სამინისტრო კურირებდა. რაიონში მივლინებულები იყვნენ პოლკოვნიკები და ვიცე-პოლკოვნიკები, რომლებიც თვეების განმავლობაში არ ცხადდებოდნენ სამსახურებში და ხელფასს საარჩევნო შტაბში მუშაობისთვის იღებდნენ.
რა ფუნქციას ასრულებდნენ საარჩევნო შტაბებში მივლენილი სამხედრო მოსამსახურეები და რა მითითებები ჰქონდათ ხელმძღვანელობისგან, , თუმცა გაერთიანებული შტაბის უფროსის მაშინდელმა მოადგილეებმა მერაბ კიკაბიძემ და ივერი სუბელიანმა პირადად შეარჩიეს რეგიონებში გასაგზავნი კანდიდატები და თვეების განმავლობაში საარჩევნო შტაბებში უგზავნიდნენ კუთვნილ ხელფასებს.