კერძოდ, ქალაქ ვანში არქეოლოგიური მუზეუმის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის 7-მილიონიანი პროექტი განხორციელდება.
“ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 21 თებერვალს, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, შოთა მურღულიასთან ერთად მოვინახულეთ. მუზეუმის რეკონსტრუქციისთვის გამოიყო 7 მილიონი, აქედან 2 მილიონი მოხმარდება მარტო ექსპონატების დარბაზს. ასევე, დაზუსტდა ვანი-სულორის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციისა და აღდგენითი სამუშაოების შესრულების თარიღი. პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ქვეყანაში შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, არის სიცრუე. ქვეყნის ბიუჯეტიდან რეგიონების განვითარებისათვის თბილისისა და აჭარის გარდა, გამოიყო 200 მილიონი ლარი. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ პროექტების პრიორიტეტულობას სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს რაიონის ადგილობრივი ხელისუფლება,” _ აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.