“მიმაჩნია, რომ ძალიან ლოგიკური იყო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო მოსამართლემ… სასამართლო პროცესი, რომელიც 10 აპრილს დაიწყება, თქვენ ნახავთ, თუ როგორ გააცამტვერებს ყველა იმ მართლაც უსუსურ ბრალდებას, რომელიც პროკურატურას ჰქონდა წარმოდგენილი”, – აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას არცერთი აღმკვეთი ღონისძიება არ შეეფარდა.
როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი: “შუამდგომლობის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძვლები.
აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულ გიორგი უგულავას მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე და კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულის სათანადო ქცევა, მისი გამოძიებასა და სასამართლოში გამოცხადება უზრუნველყოფილი იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშეც. შესაბამისად, გიორგი უგულავას მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე.