თემატურ აქტივობათა კრებული ეფუძნება 0-დან 6 წლამდე ბავშვების განვითარების სტანდარტებს. პროგრამა დაყოფილია სამ ნაწილად და მოიცავს 3-4, 4-5 და 5-6 წლიან ბავშვთა სწავლებასა და განვითარებას.
აღნიშნული პროგრამა არის თანამედროვე ეფექტური მოდელი, რომელიც ხელს უწყობს სკოლამდელ აღსაზრდელთა არამარტო პიროვნული და შემოქმედებითი უნარის განვითარებას, არამედ შემეცნებით ზრდას.
ტრენინგში მონაწილე პედაგოგების თქმით, ძველი პროგრამისგან განსხვავებით, ახალი პროგრამა არის არა საგაკვეთილო სისტემის, არამედ დატვირთულია აქტივობებით, რომელშიც ბავშვი ხალისით ერთვება და სწავლობს.