“როგორც კი პირველი ზარი შემოვიდა სოფლიდან, მაშინვე დავიწყეთ მობილიზება _ შეიქმნა საგანგებო სიტუაციათა ჯგუფი, სამაშველო სამსახურთან ერთად მოვიარეთ თითქმის ყველა სოფელი და შევხვდით დაზარალებულებს. მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა, რომ სრული სურათი გვქონდეს მომხდარზე და ამის შემდგომ დაიწყება დაზარალებულთა დახმარება,” _ გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ ირაკლი ახობაძემ.