3 მაისი თავისუფალი პრესის საერთაშორისო დღეა. 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ 3 მაისს აღენიშნა თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე.
პროფესიულ დღესასწაულს ქართული მედია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მყოფი ხვდება. მედიის გადარჩენა საზოგადოების, ქართული ბიზნესის აქტიურობაზე და ცხადია, თავად მედიაზეა დამოკიდებული.
ქართული მედიის თავისუფლების ინდექსი გასულ წელს 26, წლეულს კი უკვე 11 პუნქტით გაუარესდა. რეგიონში უკვე სომხეთიც გვისწრებს და წინ კიდევ უფრო მძიმე დღეები გველის.
ამ საკითხებზე ” გურია ნიუსის” დამფუძნებელი ია მამალაძე საუბრობს.