რომელშიც გამარჯვებულები _ მანანა მინდაძე (მმართველი), ზაზა ცხოიძე, ედიშერ სიხარულიძე (მთავარი სპეციალისტები), თემურ ძნელაძე (უფროსი სპეციალისტი) სოფლის მეურნეობის სამმართველოში დასაქმდნენ.
აღნიშნული სამსახური მუშაობას 22 აპრილიდან შეუდგა. როგორც მანანა მინდაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი და ამისთვის შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებენ.
სამუშაო დღის დაწყებისთანავე სამმართველოს თანამშრომლებს შეხვედრა ჰქონდათ გორაბერეჟოულის რწმუნებულთან, ზურაბ კოტრიკაძესთან და ყველაზე აქტუალური საკითხები განიხილეს.