(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “ოზურგეთის სავაჭრო ცენტრის” უფროსად ზაზა გოგუაძე დაინიშნა.
იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსად მუშაობდა, შემდეგ გურიის საგადასახადო სამსახურის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი იყო, ბოლოს კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ეს უკანასკნელი თანამდებობა კი იმ მოტივით დატოვა, რომ მისი თანამშრომელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
_ ე.წ. ძველი ბაზრის მოვაჭრეები და საზოგადოება მე მაბრალებდა ამ ბაზრის დაშლას, თუმცა ეს ბრალდებები, ბუნებრივია, რეალობას მოკლებული იყო. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მე ამ ბაზრის ფუნქციონირებასა და აღდგენაზე უნდა ვიზრუნო, _ გვითხრა გოგუაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved