(გურია ნიუსი, ფოთი) _ 7 თებერვალს, გამთენიისას, ფოთის საზღვაო აკვატორიაში უკრაინული გემი “გრიგორი პეტროვსკი” ჩაიძირა. მშრალტვირთმზიდი გემი, ტვირთის გარეშე, ფოთის პორტის გარე რეიდზე იდგა, ძლიერი ღელვისას კონტროლი დაკარგა, პორტის აკვატორიის დამცავ ქვაყრილს შეეჯახა და შუაში გადატყდა. მესაზღვრეების თქმით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ეკიპაჟი წინასწარ გააფრთხილეს, თუმცა, მათი მხრიდან რეაგირებამ დაიგვიანა.
გემის ბორტზე ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი ქალი იყო. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციის მართვის თანამშრომლების და ფოთის პორტის კონტროლის სამსახურის მიერ, ეკიპაჟის წევრების გადარჩენა მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული სამმართველო აწარმოებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved