(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის გამგებელი გიორგი გოგუაძე და საკრებულოს წევრი ამირან გიგინეიშვილი მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონფერენციაში _ “ჩეხურ-ქართული თანამშრომლობა ადგილობრივ დონეზე”. კონფერენცია მოეწყო პროექტის _ “ურთიერთობის გაღრმავება ჩეხეთის და საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის”. გიორგი გოგუაძის თქმით, “კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ჩეხეთის ელჩი საქართველოში. მუნიციპალიტეტში შეიმუშავეს ჩაის, როგორც ტრადიციული დარგის აღორძინების პროგრამა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის საელჩო მზადაა მხარი დაუჭიროს ამ პროგრამას”.