(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში სიღარიბე და უმუშევრობაა, მოსახლეობის 80% უმუშევარია. სამუშაო ადგილები რომ შეიქმნას, უნდა ფუნქციონირებდეს წარმოება; სასტუმროებით და პოლიციის შენობებით ქვეყანა არ აშენდება.
თუ რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის არ აღდგება, სიღატაკე “არ აგვცდება”. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ჩვენი ღვინო უნდა გავიტანოთ ალტერნატიულ, მაგალითად, ჩინეთის ბაზარზე. სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ ჩინეთში, ბოლო ერთი წლის მანძილზე 20 ტონა ღვინო გავყიდეთ. ეს ის თანხაა, რომელიც მხოლოდ ერთ სოფელს მისცემს შეღავათს. არც ჩინეთში, არც ამერიკაში ჩვენს პროდუქციას ისე არ იცნობენ, როგორც ყოფილ საბჭოთა სივრცეში. ჩვენი ბაზარიც სწორედ აქ არის. აბა, ნახეთ ქართული “ხვანჭკარა” და “ქინძმარაული” თუ არ იციან მოსკოვში, კიევსა და მინსკში, მაგრამ თუ იკითხავთ ამ ღვინოების შესახებ ბერლინსა და სხვა ევროპულ ქალაქში, ვერაფერს გეტყვიან, _ თქვა კახა კუკავამ ლანჩხუთში გამართულ შეხვედრაზე..
შეხვედრის დასასრულს, მან დამსწრეების შეკითხვებს უპასუხა, შემდეგ კი ახალგახნილ ოფისში შიგაპარტიული საქმიანობისთვის გადაინაცვლა.