(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის პრესსპიკერად ჟურნალისტი ლია კილაძე დაინიშნა. ის ამავდროულად ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის პრესსამსახურის ხელმძღვანელიცაა. ქალბატონი ლიას თქმით, ჯერჯერობით, თეატრშიც მუშაობს, ხოლო ხელფასის რაოდენობა კონფიდენციალურია. “გურია ნიუსის” სხვა კითხვებს მან თავი აარიდა და გვითხრა, რომ ინტერვიუს არ იძლევა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved