ამ დროისთვის, ოზურგეთში გადაუღებლად თოვს. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 70 სმ-ს მიაღწია; შეზღუდულია ტრანსპორტით მოძრაობა რამდენიმე სოფელში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ვაშაყმაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ დიდი თოვლია ასკანაში, მთისპირში, ვაკიჯვარში და ძიმითში: _ ამ სოფლებში თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრამდეა. ყველგან წასულია ტრაქტორები, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, პერიოდულად ყველა სოფელში მოხდება გზის სავალი ნაწილის თოვლისგან გაწმენდა. შუქი ამ დროისთვის არ მიეწოდება მხოლოდ კონჭკათის მოსახლეობას, _ გვითხრა ვაშაყმაძემ.