1961 წელს დაბადებული გელა ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამძიებო ღონისძიების შედეგად თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე დააკავეს. მისი ავტომანქანის ჩხრეკისას 1,765 კგ ყაყაჩოს ნამჯა, ხოლო თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოს დათვალიერებისას 3,8 კგ ყაყაჩო ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 5,565 კგ „ოპიუმი”-ს შემცველი ყაყაჩო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვის (სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით) და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა-მოყვანა-კულტივირების (სსკ-ს 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით) ფაქტზე მიმდინარეობს.