ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წყალტუბოში, სანატორიუმ ,,სამგურალი”-დან უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს.
ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „ა-კა-ემი”, რევოლვერის სისტემის უნომრო იარაღი, ოთხი მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 109 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის (სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) ფაქტზე მიმდინარეობს.