ყველაზე პატარა მონაწილე 5 წლის ლიზი ერაძე იყო და ის აქციაზე დედასთან ერთად მოვიდა.
მარათონი ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები რეგიონის განვითარებისთვის” ორგანიზებით გაიმართა.
მარათონის დასასრულს კი გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
15 აპრილს, ბოსტონის მარათონში 23 ათასი ადამიანი მონაწილეობდა 90 ქვეყნიდან. მარათონის მიმდინარეობისას განხორციელდა ტერაქტი, რომლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 176 დაშავდა.