პარტიის ინფორმაციით, მასში მონაწილე დელეგატების რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელი დებატების თემაა _ ”ადამიანის უფლებები და მართლწესრიგი”.
მოძრაობის წევრი, გიორგი ვაშაძე დღევანდელ პრაიმერს ეხმიანება და ამბობს, რომ საკმაოდ საინტერესოა პრაიმერში მონაწილე კანდიდატების შეხედულება დებატებში განსახილველ თემებზე.
გიორგი ვაშაძე: “მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პრაიმერში მონაწილეობას მიიღებს კახეთის და ქვემო ქართლის მოსახლეობა. იქნება ძალიან საინტერესო დებატები, რადგან ეხება ადამიანის უფლებებს, მართლწესრიგს, ასევე რეგიონული განვითარების საკითხებს. მნიშვნელოვანია პრაიმერში მონაწილე თითოეული კანდიდატის მოსაზრება მოვისმინოთ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით _ რა პრობლემები იყო წარსულში, რა პრობლემებია დღეს და როგორ უნდა გამოსწორდეს ეს საკითხები მომავალში. დღეს კიდევ ერთხელ გააკეთებენ დელეგატები თავიანთ არჩევანს და დღის მეორე ნახევარში გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდება.”
მორიგი პრაიმერი 20 ივლისს ზუგდიდში გაიმართება.