“ე.წ. “ტრაქტორების საქმეზე” პროკურატურას აქვს თუ არა მყარი მტკიცებულებები, ამას დაადგენს სასამართლო. დღეს მიმდინარეობს პროცესი, რომელზეც პროკურატურა ითხოვს პატიმრობის მსუბუქი ზომით შეცვლას. მე ერთადერთი ვიცი: პროკურატურამ ამ თემაზე ბევრი იმუშავა. ისიც ვიცი, რომ ისეთმა სახელოვანმა და პროფესიონალმა ადვოკატმა , როგორიც სოსო ბარათაშვილია, აგრეთვე ბევრი იმუშავა. ახლა ბოლო სიტყვა მოსამართლეზეა, დაადგინოს ადვოკატია მართალი თუ პროკურატურა”.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის წინასასამართლო მოსმენა დაიწყო. როგორც “გურია ნიუსის” ჟურნალისტი სასამართლოდან იუწყება ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.