– ამ ხნის მაძნილზე შემოსულია ერთი განცხადება და ერთი საჩივარი, განცხადება იყო ლილი ებრალიძის “რესპუბლიკელების” მიერ დანიშნული კომისიის წევრის, რომელიც ამბობდა, რომ აკეთის რწმუნებული საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ერევა და ამაზე რეაგირებას ითხოვდა. ამ ეტაპზე დაწყებული მაქვს საქმის წარმოება, 15 რიცხვი მაქვს ჩანიშნული განხილვის დღედ, გადაწყვეტილებას თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მიდის საკითხი, ვიღებ მე კომისიის თანხმობის გარეშე, რადგან უფლებამოსილ პირად ვარ დადგენილი, მაგრამ როცა ვფიქრობ, რომ არასაკმარისი მტკიცებულებაა, ამ შემთხვევაში კომისიაზე უნდა განვიხილოთ. ამიტომაც ამ განცხადების განხილვა ხვალისთვის მაქვს ჩანიშნული.
რაც შეეხება საჩივარს, ის დღეს შემოვიდა ისევ ლილი ებრალიძის მიერ, სადაც წერს, რომ #37 უბანი დაგვიანებით გაიხსნა და იქ უწერია, რომ მიუხედავად მრავალჯერ გაფრთხილებისა მაინც ასე ხდება. არც მე და არც კომისიას არ გვქონია ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, არც პრეტენზია არ შემოსულა სხვა მხარისგან. ამ განცხადებას რეზოლუცია დავადე, რადგან ინფორმაცია ზოგადია. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ვთხოვე მეტი კონკრეტიკითა და მეტი მტკიცებულებებით მოამზადოს საჩივარი, რათა ვაწარმოოთ მოკვლევა და ამავე დროს წარმოადგინოს მხარის ახსნა -განმარტებითი ბარათიც.
– რაც შეეხება ბურჯანაძის შტაბის პროტესტს, მარგველაშვილის შტაბში გამართულ ტრეინინგთან დაკავშირებით, განიხილეთ თუ არა ეს საკითხი?
– ამ საკითხზე საჩივარი არ შემოსულა. მსგავსი შეზღუდვა აღნიშნულ საკითხზე არც არსებობს, მე რომ საქმის წარმოება დავიწყო უნდა მქონდეს არგუმენტი, რომელიც უნდა იყოს გამყარებული მუხლებით. რაც არ არსებობს, იმაზე შეზღუდვას ვერ გავაკეთებთ. მანამდე ეს საკითხი შეგვითანხმა მარგველაშვილის შტაბმა. კანონით არ მაქვს არანაირი ბერკეტი, მსგავსი რამ შევზღუდო