“ნადირობა, ქურდებთან მებრძოლებზე, გრძელდება! ციხის ყოფილი უფროსი, ლაშა ბრეგვაძე კრიმინალებმა გაიტაცეს, სასიკვდილოდ სცემეს და ეუბნებოდნენ, რომ ბაჩოსთვის შეეგინებინა. გადაუღეს ფოტოები და ვიდეო, რომლებიც მისსავე თვალწინ გაუგზავნეს ერთ-ერთ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს. ასევე, უთხრეს, რომ კანონიერი ქურდების უპატივცემულობას სისხლად ამოანთხევინებდნენ ყველას, მათ შორის ბაჩოსაც. დეტალებს ვადგენ და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით დავდებ. შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე ფაქტია. პირველი, როგორც გახსოვთ ორი თვის წინ დავით ჩხიტუნიძეზე თავდასხმა იყო, რასაც ბაჩოს მწვავე განცხადება მოჰყვა,” _ წერს ნადარეიშვილი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.
ანი ნადარეიშვილის ამ განცხადებას შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ სამინისტრო გატაცების ფაქტს არ ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბრეგვაძე, რომელიც მე-17 საპყრობილეს ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს ხელმძღვანელობდა, ეჭვმიტანილი იყო პატიმრების მიმართ სადისტურ დამოკიდებულებაში.