“ხუდონჰესისა და სხვა დიდი ჰესების მშენებლობისა, მით უფრო, როცა ეს ელექტროენერგიის თურქეთში გასაყიდად იგეგმება, აბსოლუტურად მიუღებელია! ეს ასეა, რადგან გარდა იმისა, რომ “ქართული ოცნება” და მისი ლიდერი ბატონი ივანიშვილი ამით არღვევს ამომრჩევლისათვის საარჩევნო პროგრამით მიცემულ პირობას, რომ “დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობა აიკრძალებოდა”, ამასთანავე და რაც მთავარია და ანუ რის გამოც გაცემული იყო ეს პირობა: საკმაოდ მცირე რაოდენობის საბიუჯეტო გადასახადებს ეწირება არა მხოლოდ ის სოფლები, ეკლესიები და სხვა ძეგლები, ასევე უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემები, რომლებიც უშუალოდ იტბორება, არამედ ათობით მეტჯერ დიდი ტერიტორიაზე, ანუ თითქმის მთელ სვანეთში, ასევე მიმდებარე რეგიონში არსებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ადამიანების ჯანრთელობა და სიცოცხლე! ამიტომ აღნიშნული ვანდალიზმის წინაღმდეგ უნდა იბრძოლოს ყველა ჩვენგანმა, ვისაც მართლა უყვარს საკუთარი სამშობლო საქართველო!”, _ ნათქვამია აქციის მონაწილეების მიერ “ფესიბუქით” გავრცელებულ განცხადებაში.