“ამ საქმეზე ჩვენი ათასობით თანამებრძოლი და თანაპარტიელია დაკითხული. მე უბრალოდ არ მაქვს სხვა უფლება და თავს ვალდებულად ვთვლი, არ გამოვიყენო დეპუტატის იმუნიტეტი. პირველ საათზე მივალ პროკურატურაში და მივცემ ჩვენებას”.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მელაძე “თბილისის განვითარების ფონდის” საქმეზე დაიკითხება. როგორც პროკურატურა აცხადებს, საქმე ეხება გ. მელაძის ქ. თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარების მიზნით, აიპ “თბილისის განვითარების ფონდისთვის” გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტებს.